ფილარმონიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს

20.12.25 20:23
ფილარმონიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს

ფილარმონიასთან შეკრებილმა მოქალაქებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. "რეჟიმი გვწამლავს" - ამ ბანერით მივიდა მოქალაქეთა ნაწილი აქციაზე. 

მსვლელობაში მონაწილეობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. 

დღეს ტრადიციულად, მოქალაქეებმა ფილარმონიასთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს. ისინი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც წელიწადზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 

ხალხი ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა გაეცეს პასუხი კითხვას - რა ნივთიერება გამოიყენა შსს-მ მოქალქეების დასარბევად 1 წლის წინ. 

მსგავსი სიახლეები