"საწამლავით სავსე ქალაქი" - აქციის მონაწილეების ბანერი "თავისუფლების მოედანზე"

20.12.25 20:59
"საწამლავით სავსე ქალაქი" - აქციის მონაწილეების ბანერი "თავისუფლების მოედანზე"

"საწამლავით სავსე ქალაქი" - ამ შინაარსის ბანერი გაშალეს აქციის მონაწილეებმა "თავისუფლების მოედანზე". 

ცნობისთვის, კახა კალაძის თქმით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი „სიკეთით სავსე ქალაქია“ 

პერფორმანსის პარალელურად, საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ ისევ მიემართებიან.

დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მითითებას უპასუხეს, რომლის მიხედვითაც, შსს-მ აქციის მონაწილეებს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, კონკრეტული დრო და ადგილი განუსაზღვრა.

ხალხი ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა გაეცეს პასუხი კითხვას - რა ნივთიერება გამოიყენა შსს-მ მოქალქეების დასარბევად 1 წლის წინ. 

მსგავსი სიახლეები