შეწყალების აქტი თუ პოლიტიკური ვაჭრობა - რა შესთავაზეს სინდისის პატიმრებს და რა პასუხები მიიღეს

21.12.25 20:03
შეწყალების აქტი თუ პოლიტიკური ვაჭრობა - რა შესთავაზეს სინდისის პატიმრებს და რა პასუხები მიიღეს

სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე აცხადებს, რომ არ აპირებს ხელი მოაწეროს შეწყალების არცერთ დოკუმენტს. ციხიდან გამოგზავნილ გზავნილში დაკავებული მსახიობი უარს ამბობს როგორც შეწყალების კომისიის შეთავაზებაზე, ისე ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურაზე.

ჭიჭინაძის თქმით, მისთვის ერთადერთი მისაღები გზა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებაა.

აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ სხვა სინდისის პატიმრებიც. მათი მშობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდები ვერ აღიარებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენიათ, და მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის პარტია მათ თავისუფლებას პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცევს.

სინდისის პატიმრების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ მოუწოდა "ოცნების" ხელისუფლებას და საპატრიარქოს, საახალწლოდ დაკავებულები შეიწყალონ. ამავე პერიოდს დაემთხვა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რამაც თემის ირგვლივ დისკუსია კიდევ უფრო გააქტიურა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები