ფინანსთა სამინისტრო "პროგრეს ბანკის" არქივს სწავლობს - ივანიშვილის გაფრთხილება კალაძეს?

21.12.25 20:32
ფინანსთა სამინისტრო "პროგრეს ბანკის" არქივს სწავლობს - ივანიშვილის გაფრთხილება კალაძეს?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს „პროგრეს ბანკის“ არქივს - ბანკის, რომელიც კახა კალაძის მონაწილეობით შეიქმნა და უკვე წლებია აღარ ფუნქციონირებს. გამოძიების ფარგლებში ფინანსური დოკუმენტაცია კერძო საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს იმ პირისგან, რომელიც ბანკში მუშაობდა და მოგვიანებით მისი მემკვიდრე სააქციო საზოგადოების ფორმალურ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

წყაროების ინფორმაციით, გამომძიებლებმა ამოიღეს სრული მასალა ტრანზაქციების, დეპოზიტებისა და გადარიცხვების შესახებ - მონაცემები, რომელთა ანალიზიც შესაძლებელს ხდის დადგინდეს, იყო თუ არა ბანკში განთავსებული თანხები კანონიერად მოპოვებული. საქმეში ფიგურირებს ფულის შესაძლო გათეთრების ეჭვიც.

გამოძიების გააქტიურებამ კითხვები გააჩინა დროის შერჩევასთან დაკავშირებით - პროცესი იმ პერიოდში მიმდინარეობს, როდესაც ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ გარემოცვაზე საერთაშორისო ყურადღება გაზრდილია. ოპოზიციაში ორი ვერსია განიხილება: ერთი მხრივ, გამოძიება შეიძლება იყოს სიგნალი კახა კალაძის მისამართით, მეორე მხრივ კი - მცდელობა, ძველი ფინანსური კავშირები „გაწმენდილი“ იქნას.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები