მედია: რუსეთის უნივერსიტეტებში აფხაზ სტუდენტებს აიძულებენ, სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ

22.12.25 10:19
მედია: რუსეთის უნივერსიტეტებში აფხაზ სტუდენტებს აიძულებენ, სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ

რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი აფხაზი სტუდენტები იძულებულნი არიან, რუსეთის სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ - ამის შესახებ jam-news წერს. 

გამოცემის ცნობით, ფორმალურად ეს დასაშვებია, რადგან მათ ორმაგი, რუსეთ-აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ.

 jam-news-ის თანახმად, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა არ ეთანხმება ამას და ავითარებს სამართლებრივ მექანიზმებს, რათა თავიდან აიცილოს აფხაზი მოქალაქეების რუსეთის ჯარში გაწვევა.

მსგავსი სიახლეები