ფული ივანიშვილის სასტუმროსთვის - რამდენი მილიონი მიიღო "პარაგრაფმა" ბიუჯეტიდან

22.12.25 11:30
ფული ივანიშვილის სასტუმროსთვის - რამდენი მილიონი მიიღო "პარაგრაფმა" ბიუჯეტიდან

სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთვის - მხოლოდ 2025 წელს სახელმწიფო დაწესებულებებმა ნახევარ მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს სასტუმრო "პარაგრაფთან".

თბილისის მერია, ეროვნული ბანკი, ელექტროსისტემა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ უწყებების, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებისთვის "პარაგრაფს" ქირაობენ.

ირკვევა, რომ ლანჩზეც კი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი ივანიშვილის სასტუმროში დადის.

კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ამბობს, რომ "პარაგრაფ თბილისი სითის" გახსნიდან დღემდე,  სახელმწიფო საბიუჯეტო სტრუქტურებმა 81 ხელშეკრულება გაუფორმეს. 

მხოლოდ 2025 წელს, ნახევარი მილიონი ლარის კონტრაქტები მიიღო თითქმის ყველა სამინისტრო -საბუიჯეტო უწყებიდან. მაგალითად, თბიოლისის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, ანტიკორუფციული ბიურო. საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოჭორიშვილი ლანჩებზე დადის და ერთი ლანჩი 230 ლარი უჯდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს ამ სასტუმროს. გახსნის დღიდან, ჯამში მილიონ ორასი ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო. ასე რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებელს იღებს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან"- დასძენს დონაძე. 

მსგავსი სიახლეები