მაკა ბოჭორიშვილი სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა

22.12.25 12:18
მაკა ბოჭორიშვილი სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს უპირისპირდება - განცხადება მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კომფერენციაზე გააკეთა. 

ბოჭორიშვილის მტკიცებით, ექს-პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს "ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნა". სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა "გარე ჩარევებზე ისაუბრა და ზეწოლაზე" ისაუბრა.

ბოლო პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობის და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით, განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს. ამ კონტექსტში შეუძლებელია, არ ავღნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიმლომატიური სასახურის წინაშე შექმნილი სირთულეები. საქართველოს 82 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 2025 წელს 36 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაინიშნა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ დიპლომატიური სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის"- განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები