ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა - ყაველაშვილი

22.12.25 12:30
ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა - ყაველაშვილი

"ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა"- ამის შესახებ  მიხეილ ყაველაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა. 

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი" - თქვა მან. 

"ქართული ოცნების"  პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებსაც მიმართა და რჩევა მისცა: 

გახსოვდეთ, რომ წარმოადგენთ ქვეყანასა და ხალხს, რომელიც არასდროს ნებდება. იყავით თავდაჯერებულები, პრინციპულები და რაც მთავარია ერთიანები, რადგან მხოლოდ ასეა  შესაძლებელი საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ გაისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა. ხმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტკიცედ და ერთგულად იცავს სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესებს," - დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები