ბოჭორიშვილი არ პასუხობს კითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიას "არათანმიმდევრობაში" ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დიპპასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა დიდი ხნის წინ შეუჩერდათ.
მინისტრი კამერებთან აცხადებს, რომ მისთვის "გაურკევევლია", რას ემსახურება ხელმეორედ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სამართლებრივად უსაფუძვლოა.
ევროკომისია საკუთარ გადაწყვეტილებებს ჩამორჩა. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უკვე დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკომისიამ და და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნები სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიუყვებიან გაურკვეველი მიზეზებით, სხვათაშორის, სამართლებრივი საფუძვლები კიდევ საკითხავია, შეთანხმება იქნა შეჩერებული დიპპასპორტების მფლობელებისთვის. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების არსებობის ფონზე კიდევ გამეორება და ასეთი მუქარა, კიდევ გვიმყარებს იმ მოსაზრებას, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ერთადერთი მიზნისთვის: აშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა, - თქვა ბოჭორიშვილმა.
"პირველების" კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას "ოცნება" უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა.