კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტი აარიდა - რა უთხრა ელჩებს

22.12.25 13:44
კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტი აარიდა - რა უთხრა ელჩებს

ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ არგუმენტად კვლავ მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის სტაბილურობა წარმოაჩინა.

ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, - თქვა კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ შევძელით, ჩვენი პრინციპული პოზიციით, ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ოცნების" პრემიერმა ისევ "გარე საფრთხეებზე" ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაზე, თუმცა დიპლომატიური კორპუსისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმები ან საგარეო კურსთან დაკავშირებული ახალი ინსტრუქციები შეხვედრაზე არ გაჟღერებულა. 

თქვენ იცით, რომ იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარე ძალების მხრიდან, საქართველო კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, თუმცა ჩვენ შევძელით ჩენი პრინციპული პოზიციით, ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და მე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა წელს და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში, - განაცხადა კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" ლიდერებმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საგარეო პოლიტიკის საკითხები და არსებული საერთაშორისო გარემო. 

მსგავსი სიახლეები