ნიუ-იორკის მოქმედი მერი თბილისში იმყოფებოდა - უცნობია, შეხვდა თუ არა ადამსი "ოცნების" რომელიმე ლიდერს
თბილისში ნიუ-იორკის მოქმედი მერი ერიკ ადამსი იმყოფებოდა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ ადამსი ბიზნესმენ გიორგი რამიშვლითან ერთად, თბილისის სასტუმრო "ტელეგრაფშ"- ში სპეციალური სივრცე New York City Suite გახსნა."
- Euronews Georgia-ს ცნობით, ადამსი საქართველოში საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-ისა და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ჩავიდა.
"თბილისში რომ ხვდები, აცნობიერებ, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, საკუთარი გზა, ქალაქი, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს ერწყმის. განსაკუთრებით შესანიშნავია მისი მდიდარიკულტურა, თუმცა მიმაჩნია, რომ ქალაქის მთავარი ძალა მისი ხალხია, მისი კეთილი, თავაზიანი, სტუმართმოყვარე ხალხი. ადამიანები, რომლებიც გაჩვენებენ, თუ რატომ არის ეს მომავლის ქალაქი", – თქვა ნიუ-იორკის მერმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერიკ ადამსმა, ბიზნესმენ საბა მიქავასთან ერთად, სპორტული ავტომობილების Forza Tbilisi-ს ცენტრი მოინახულა. [მიქავა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია].
ამ დროისთვის უცნობია, შეხვდა თუ არა ადამსი "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს.