ელჩები ამტკიცებენ, რომ "წარმატებული წელი" ჰქონდათ - გაურბიან კონკრეტიკას
"ქართული ოცნების" ელჩები იზოლაციას არ აღიარებენ. დიპლომატები, რომლებიც დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრეს ვეღარ აორგანიზებენ, ამტკიცებენ, რომ 2025 წელი ქართული დიპლომატიისთვის წარმატებით სავსე წელი იყო.
საოცარი წარმატება გვქონდა 2025 წელს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რაც იყო შედეგი დაბალანსებული დიპლომატიის. ქართული რეზოლუცია, რომელსაც ეწოდება "თანამშრომლობა საქართველოსთან" გავიდა კონსესუსთვის. ევროპელ და მაერიკე პარტნიორებთან ერთად და მსოფლიოს ყველა რეგიონთან დაბალანსებული მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ გვქონდა არაჩვეულებრივი წარმატება საქართველოს რეზოლუციასთან დაკავშირებით, - ამბობს საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.
კითხვაზე, რა ნაწილში ჰქონდათ წარმატება ურთიერთობების თვალსაზარისით, ელჩი აღარ პასუხობს.
საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი ირწმუნება, რომ ქართველი დიპლომატები სტრატეგიული მიზნების აღსრულებაზე მუშაობენ.
ქართველი დიპლომატების მისია არის ჩვენი სტრატეგიული მიზნების აღსრულება და ამაზე ვმუშაობთ, - ამბობს საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი.
კითხვაზე, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ ხალხი უვიზო რეჟიმს დაკარგავს, დიპლომატი არ პასუხობს.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გარკვეული ბიუროკრატების შეფასებების მიღმა აქვს რეალური შედეგები აქვს. "პირველების" დამატებით კითხვას, ვინ არიან, მისი შეფასებით, ვინ არიან "გარკვეული ბიუროკრატები" დავით ბაქრაძე გაურბის.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გარკვეული ბიუროკრატების შეფასებების მიღმა აქვს რეალური შედეგები. ეს შეეხება ინსტიტუტციურ განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, შეეება მართლმსაჯულების რეფორმას, - ამბობს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე.
"ქართული ოცნების" ლიდერებმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საგარეო პოლიტიკის საკითხები და არსებული საერთაშორისო გარემო.