ჯაფარიძე: 19:30-ზე ჩამინიშნეს დღეს პროცესი გირაოს ითხოვენ

22.12.25 18:20
ჯაფარიძე: 19:30-ზე ჩამინიშნეს დღეს პროცესი გირაოს ითხოვენ

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს პროცესი ჩაუნიშნეს - ამის შესახებ ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ბრალდების მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვს. 

19:30-ზე ჩამინიშნეს დღეს პროცესი
გირაოს ითხოვენ
კაი ხანია აქ არ დამიპოსტავს"- წერს ჯაფარიძე. 

6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს საბოტაჟს ედავებიან, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს იდენტური მუხლებით წაუყენეს ბრალი, საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

მსგავსი სიახლეები