კალაძემ საკრებულოს სხდომა პარტნიორების კრიტიკით და ბრალდებებით დაიწყო
კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომა პარტნიორებზე თავდასხმებით გახსნა. დედაქალაქის მერმა გაიმეორა "ოცნების" მრავალგზის რიტორიკა, თითქოს დასავლეთის მიზანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენდა, რაც, კალაძის მტკიცებით, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა თავიდან აირიდა.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ხმამაღლა საუბარი ე.წ. მეგობრების მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე, რომლიც მიზანიც იყო საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში და სანქციებზე მიერთება. ჩვენ, ცხადია, ვთქვით უარი საქართველოს განადგურებაზე და დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, რომელიც ძალიან დიდი უბედურების მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქებისთვის, ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება პროცესები უკრაინაში, რამდენად მძიმეა იქ არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა მივერთებოდით სანქციებს, რომელიც უმძიმესი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
თბილისი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, თბილისი არის ყველას ქალაქი, - თქვა დღეს კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.