თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი - მერია ავარიულ სახლებზე და ინფრასტრუქტურაზე ხარჯებს ამცირებს

23.12.25 12:00
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი - მერია ავარიულ სახლებზე და ინფრასტრუქტურაზე ხარჯებს ამცირებს

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. შესაბამიდი დოკუმენტი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია. 

ირკვევა, რომ მერია 2026 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ობიექტების მშენებლობასა და მათ შორის, განათლების პროექტებზე იმაზე ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე 2025 წელს. 

ამასთან, "ოცნების" დეპუტატების თქმით, აღნიშნული ფინანსები შესაძლოა, წლის განმავლობაში დაკორექტირდეს. 

პრაქტიკა ამ ქვეყანას აქვს ძალიან ცუდი წლების განმავლობაში. სახელმწიფოსგან დაზარალებული ოჯახები არსებობს, კოოპერატივით დაზარალებულებს ვგულისხმობ 90-იან წლებში და ეს ადამიანები ნელ-ნელა მოდია. როდესაც ჩვენ წლის დასაწყისში ჯერ არ ვიცით რამდენი ე.წ. ქეისი შეიკვრება ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. თუ მოხდება, რომ ასეთი ქეისები იქნება ბევრი, თავისთავად, ის თანხები, რომელიც მიმართულია სხვა მიმართულებით და ნაკლები საჭიროება შეიძლება, გამოჩნდეს ამ მიმართულებით, გადმოვიტანთ იქით, საითაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, - ამბობს "ოცნების" წევრი. 

"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი საკრებულოში აღიარებს, რომ ავარიული კორპუსებიდან ადამიანების გამოყვანა უჭირთ, რადგან მათ "ოცნების" პოლიტიკის მიმართ უნდობლობა აქვთ. მისივე მტკიცებით, ეს ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილები. 

ხშირად ეს პრობლემა დაკავშირებულია სწორედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან ანუ ადამიანები ამას პრობლემად არ აღიქვამენ და არ უნდათ საფრთხის შემცველი შენობის დატოვება, რადგან ეს არის ხშირდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არის პრობლემა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება არ მოსწონდესთ "ქართული ოცნების" პოლიტიკა, შეიძლება, ეს ადამიანები იყვნენ, უბრალოდ, პოლიტიკურად შეცდომაში შეყვანილი, დესტრუქციული პროპაგანდის შედეგი იყოს, - ამბობს ნოდარ ბოკერია. 

მსგავსი სიახლეები