ზურა ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავს
"მაინტერესებს როგორ უყურებს სიტუაციას [სალომე ზურაბიშვილი] და რაში ხედავს გამოსავალს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესში და არაერთხელ გამოვიდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, უნდა რომ მოუსმინოს.
პირველივე დღეს ვთქვი ეს და ახლაც იმავეს გავიმეორებ, სანამ არ შევხვდები ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს არის აქტიურ წინააღმდეგობაში და არ მოვისმენ მათ აზრებს, მათ ხედვას, მათ შეფასებას არსებული რეალობის, უბრალოდ არ მინდა გამოვდგე და 7-თვიანი იზოლაციის მერე ხალხს ჭკუის დარიგება დავუწყო, რომ იცით რა? ესე უნდა მოიქცეთ და ეს უნდა გააკეთოთ.
ყველას დაველაპარაკები, მაინტერესებს უბრალოდ რამე ახალი იდეები თუ გაჩნდა მას შემდეგ რაც მე დამიჭირეს. მაინტერესებს რა ტიპის კოორდინაცია არსებობს ახლა იმიტომ, რომ არაფრის აზრზე არ ვარ, რაღაცებზე უბრალოდ წარმოდგენა მაქვს ტელევიზორში რომ გიყურებდით მაქედან რაც შეიძლება წარმოდგენა გქონდეს.
სალომე ზურაბიშვილისგან მინდა მოვისმინო, ჩართული იყო ამ პროცესში, მათ შორის რუსთაველზე ვნახე არაერთხელ რომ გამოდიოდა. მაინტერესებს ის როგორ უყურებს სიტუაციას, ახლა რა სიტუაციაც არის შექმნილი და ის რაში ხედავს გამოსავალს. უბრალოდ მინდა რომ მოვუსმინო.
მე არავის არ ვხვდები ახლა, რომ ჩემი რაღაცა მოვუყვე, ყველას ვხვდები რომ მინდა მათგან მოვისმინო. მე გამიჭირდება რომელიმე ადამიანზე, გინდა სალომე ზურაბიშვილი იყოს, გინდა რომელიმე პოლიტიკოსი, ან აქტივისტი, ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, სადღაც როლის მინიჭება, რომ გინდა თუ არა ეს ადამიანი აქ უნდა იყოს. მე ვხედავ ყველას ადგილს საერთო წინააღმდეგობაში და ეს წინააღმდეგობა რომ საერთო უნდა იყოს, მაგაში ვარ 100% დარწმუნებული," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ციხიდან გამოსულმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დააანონსა, რომ შეხვდება ყველა პარტიის ლიდერს და იმ სამოქალაქო აქტივისიტს, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საქართველოსთვის დამღუპველია.