გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება
„სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს" - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას.
მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს, "ამას გულისხმობს".
„სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს. ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც.
თავად ის ფაქტი რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდევ და პირიქით, ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდის შიგნით არ იყოს.
გენერალურმა პროკურორმა, მათ შორის, ერთ საინტერესო დეტალზეც მიუთითა. როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. ასე რომ, მე ამაზე დავფიქრდებოდი თუ რასთან გვქონდა საქმე. ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც, როგორც ჩანს, დაკავშირებული, ან შეთანხმებული იყო ასეთ დროს, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ:
- გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
- რას ედავებიან გრიგოლ ლილუაშვილს და რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება სუს-ის ექს-შეფს?