ადვოკატი: გრიგოლ ლილუაშვილს პოზიცია არ დაუფიქსირებია - სად არის გადაყვანილი სუს-ის ექს-შეფი
გრიგოლ ლილუაშვილი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - როგორც სუს-ის ექს-შეფის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკავების დროს "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს პოზიცია არ დაუფიქსირებია.
უფლებადამცველის თქმით, მათთვის მხოლოდ მუხლია ცნობილი და არა ბრალის შინაარსი. მისივე განცხადებით, ჯერ უცნობია, თუ რას მოითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობას, თუ გირაოს, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში იყო.
რობერტ გრიგალაშვილის მტკიცებით, ლილუაშვილმა დაკავების შესახებ წინასწარ არ იცოდა - "რომც ყოფილიყო ცნობილი, არ აპირებდა არსად წასვლას".
ბატონო გრიგოლი დაკავებულია. ბრალდების დადგენილება ჯერ არ გაუცვნიათ, ამ პროცედურებს ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში ჩაატარებს.
დაკავების ოქმის გაფორმებას, მის ეტაპირებას დასჭირდა დრო. სწორედ დაკავებსი ოქმი შედგა.
ბრალდება უცნობია, ასევე ბრალდების შინარსი, მხოლოდ ვიცით მუხლი და ბუნებრივია, ვერ გავაკეთებდით ვერანაირ განცხადებას. ის რაც არ ვიცით, ვერანაირ პოზიციას ვერ დავაფიქსირებთ. ბრალდების გაცნობის შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას.
გრიგოლ ლილუაშვილი იქნა დაბარებული, გამოძახებული, შესაბამისად ამ გამოძახების საფუძველზე მოვიდა.
დაკავების შესახებ არ იცოდა, რომ ყოფილიყო ცნობილი, არ აპირებდა არსად წასვლას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირველად იყო კი დაბარებული.
დაკავების ოქმში არის მშრალი საუბარი. ერთია მუხლის ცოდნა, მაგრამ მეორეა საქმის შინაარსი, რომელიც ჯერ უცნობია.
რეაქცია რა ჰქონდა და კითხვაც არ დასმულა მისი მხრიდან.
ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. ბრალის წარდგენის დროს აუცილებლად შევალ", - განაცხადა ადვოკატმა.
ასევე ნახეთ:
- გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
- რას ედავებიან გრიგოლ ლილუაშვილს და რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება სუს-ის ექს-შეფს?
- პროკურატურა: ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობას უწევდა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რომელიც ქრთამის სახით ე.წ. „ატკატებს“ იღებდა