მთავრობამ ხილიანის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გაყიდა

23.12.25 14:01
მთავრობამ ხილიანის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გაყიდა

მთავრობამ ხილიანის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გაყიდა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით აუქციონზე თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 28.2 მილიონ ლარად 17 დეკემბერს გაიყიდა.

ირკვევა, რომ ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ₾28.2 მილიონად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მომიჯნავე 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობის მფლობელია.

ყოფილი ბავშვთა ინფექციურის ახალი მფლობელი კომპანია „კოსტავა თაუერსი“ 2022 წელსაა დაფუძნებული და დირექტორი ვასილ ფხაკაძეა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ველაჯიოა“, რომელიც თავის მხრივ მალტაში რეგისტრირებული კომპანია „გლობალ ინვესტორს ლიმიტედია“, რომელიც ბიზნესმენების სოსო და ლევან ფხაკაძეების დაფუძნებულია.

  • აღსანიშნია, რომ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გასაყიდად პირველი აუქციონი ნოემბერში გამოცხადდა და მასში 16 837 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 40,676,000 ლარად იყიდებოდა. თუმცა აუქციონი ვერ შედგა, რის გამოც დეკემბერში ის განმეორებით გამოცხადდა და მასში საწყისი ფასი 28,200,000 ლარი იყო. Eauction-ის სისტემის თანახმად, აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და „კოსტავა თაურსმა“ ქონება ერთი ბიჯის გაკეთებით - 28,210,000 ლარად შეიძინა, რაც კვადრატულ მეტრზე 621 დოლარის ტოლფასია.

 

 

მსგავსი სიახლეები