მმართველობა შიშით, რუსული გზით! - სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება

23.12.25 14:11
მმართველობა შიშით, რუსული გზით! - სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება

მმართველობა შიშით, რუსული გზით! - ასე ეხმაურება შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას. 

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება ასევე მიმდინარეობს ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებითაც.

„ტერორი საქართველოში, რუსული მმართველობა საქართველოში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ბ. ივანიშვილის მარჯვენა ხელი, დღეს დილით დააკავეს. ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოძიების ქვეშაა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხეში არიან. მმართველობა შიშით, რუსული გზით! - წერს ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ: