"ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა" - ზურა ჯაფარიძე ლილუაშვილის ბრალდებაზე

23.12.25 14:43
"ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა" - ზურა ჯაფარიძე ლილუაშვილის ბრალდებაზე

"ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს და გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმიანება, რომლის ბრალშიც პროკურატურამ ბაგა-ბაღების ტენდერებიდან ქრთამის სახით აღებულ ფულზე მიუთითა. 

ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ "ოცნებამ" თავდაპირველად რამდენიმე პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ბაგა-ბაღების ასაშენებელი ფულის მოპარვა ედებათ. ახლა კი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს აშენებული ბაგა-ბაღების დაფინანსებიდან "ატკატების" აღებისთვის. 

ჯერ ვიღაცები დაიჭირეს, ბაგა-ბაღების ასაშენებელი ფული მოიპარესო.

ახლა ლილუაშვილი დაიჭირეს, აშენებული ბაგა-ბაღების დაფინანსებიდან ატკატებს იღებდაო.

ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა," - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

"ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებითვის გამოყოფილ ფულს იპარავდნენ, წილი სუს-ის ექს-შეფთან, გრიგოლ ლილუაშვილთან და ბაღების სააგნეტოს უფროსთან მიდიოდა.