ბაგა-ბაღებიდან ბავშვებისთვის მოპარული ფული - საკრებულოში პირველი კომენტარები კეთდება
ბაგა-ბაღებიდან ბავშვებისთვის მოპარული ფულის საქმე - თბილსის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ სანამ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის ბრალეულობა არ დადასტურდება, მანამდე შეფასების გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
ბაგა-ბაღები შემოწმებულია, ბაგა-ბაღებს ახლა ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. იმის მერეც არაერთი ხელმძღვანელი შეიცვალა. პიროვნება, ვინდ დასახელებულია, სანამ ამ ადამიანს არ დაუდგინდება ბრალი და სანამ სასამართლო არ ცნობს მას დადასტურებულად დამნაშავედ, ჯერ მოვერიდოთ ყველაფერს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის პერიოდი, რაც ჩვენ ვართ საკრებულოში და შემოწმება სარევიზიო კომისიას აქვს ჩატარებული. პირიქით, ჩვენ არანაირი დარღვევა არ გვინახია", - აცხადებს ზურა აბაშიძე.
"ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი, რომელიც თბილისის აკრებულოში პარლამენტიდან გადაპორტირდა, აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში არსებული სიტუაციის შეფასება და რომელი მაღალჩინოსანი რას აშავებდა, ეს მისი შესაფასებელი არ არის.
დაკავებაზე მე რა უნდა ვთქვა, პროკურატურამ თქვა. ბაგა-ბაღებში არსებული სიტუაცია რომ შეაფასო, ამის ვალდებულება თბილისის საკრებულოს შეიძლება აქვს ანგარიშებში, კონკრეტულად ვინმე თუ რამეს აშავებდა, ამას ვერ შეაფასებს საკრებულოს დეპუტატი", - ამბობს ბექა დავითულიანი.
- პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.