აქ არის კლანების დაპირისპირება - ეკა გიგაური ლილუაშვილის დაკავებაზე

23.12.25 18:36
აქ არის კლანების დაპირისპირება - ეკა გიგაური ლილუაშვილის დაკავებაზე

აქ არის კლანების დაპირისპირება - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას.

გიგაურის თქმით, "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ დგება, როცა ივანიშვილი მათზეა გაბრაზებული.  

რაც ხდება სინამდვილეში, არის ცალსახა ის, რომ აქ არის კლანების დაპირისპირება და დღეს ვხედავთ, რომ ლილუაშვილმა რაღაცით გააბრაზა ივანიშვილი და შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ლილუაშვილი არ აკეთებს ისეთს არაფერს, რასაც არ აკეთებენ "ოცნების" მაღალჩინოსნები. 

ჩვენ ვიყავით ყოველთვის, წლების განმავლობაში მართლები, როდესაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოში არის კორუფცია, მაღალჩინოსნები იპარავენ ხალხის ფულს და არიან მაღალჩინოსნები, რომელბიც კანონზე  ზევით არიან და მათი პასუხისმგებლობა არ დგება ზოგადად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას გადაწყვეტს ივანიშვილი", - აცხადესბ ეკა გიგაური. 

ასევე ნახეთ: