მისცა თუ არა ჩვენება სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ რომეო მიქაუტაძემ?

23.12.25 17:01
მისცა თუ არა ჩვენება სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ რომეო მიქაუტაძემ?

მისცა თუ არა ჩვენება სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ რომეო მიქაუტაძემ? - „ტვ პირველის" ინფრორაციით, ერთ-ერთი, ვინც  გრიგოლ ლილუაშვილს ხელი დაადო, კორუფციის ბრალდებით დაკავებული ეკონიმიკის მინიტრის ექს მოადგილეა, რომელიც ამის სანაცვლოდ სავარაუდოდ, საპროცესო გარიგებას მიიღებს.

რომეო მიქაუტაძის გვარი დღეს პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ არაერთხელ ახსენა და თქვა რომ მიქაუტაძე ლილუაშვილთან ერთად დიდი ოდენობით ქრთამის აღების 2 ეპიზოდში ფიგურირებს -ერთი საქმე ელექტროსადგურების მშენებლობას უკაშირდება, მეორე კი გაზიფიცირების ტენდერებში გამარჯვების სანაცვლოდ  თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით აღებულ მილიონ ლარზე მეტს. 

მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ირწმუნება, რომ მიქაუტაძეს ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. 

ეკონიმიკის მინიტრის ექს მოადგილე ბოლოს გამოძიების ეტაპზე, ზაფხულში გამოიკითხა. როგორც უფლებადამცველი ამბობს, მისი თანდასწრებით მიქაუტაძეს მსგავსი სახის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება საპროცესო გარიგების სავარაუდო გაფორმებას, ნემსიწევრაძე კატეგორილად უარყოფს აღნიშნუსლ და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

არა არ მიუცია ჩვენება. საპროცესო შეთანხმებაზე მე არაფერი არ მსმენია. არა არ უთხრეს, რომ (დიდი თანხა უნდა მიიტანოს და თავისუფლებას მოიპოვებს)

მიქაუტაძე ბოლოს გამოძიების ეტაპზე, ზაფხულში გამოიკითხა. ლილუაშვილი არ დაუსახელებია მას. მეც მოვუსმინე დღეს კი ბატონო პროკურატურას, მაგრამ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ საგამოძიებო მოქმედებაში ჩემი თანდასწრებით არ მიუღია მონაწილეობა და არც ინფორმაცია გამაჩნია, რომ ჩემი თანდასწრების გარეშეც მიეღოს რაიმე მსგავს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. 

გამორიცხვა ჩემი საქმე არ არის. ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ძალიან კატეგორიულად გეუბნებით, რომ ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს", - აცხადებს ბექა ნემსიწვერიძე. 

ასევე ნახეთ: