მონოპოლიზაციის და კონსოლიდაციის მცდელობა ივანიშვილის და კობახიძის ხელში - მჟავანაძე ლილუაშვილის დაკავებაზე
პოლიტიკოსებს, რომლებიც სუსის ექსშეფს კორუფციაში ამხელდნენ, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება არ გაკვირვებიათ. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დავით მჟავანაძე ფიქრობს, რომ ლილუაშვილის დაკავების სისწორეში, სავარაუდოდ, სწორედ კობახიძემ დაარწმუნა ივანიშვილი და კორუფციასთან რეალურ ბრძოლას, რეალურად, ადგილი არ აქვს.
ეს იყო დემონსტრაციული დაკავება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ივანიშვილი დაარწმუნა კობახიძემ, რომ ეს კაცი იყო დასაჭერი. ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" ასუსტებს, რა თქმა უნდა და შიდა კლანური ომის მწვავე გამოვლინებაა და ამიტომაც ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ ამ თვალით და არა ისე, რომ კორუფციას ებრძვიან ან რამე მსგავსი. ეს არის მონოპოლიზაციის და კონსოლიდაციის მცდელობა ივანიშვილის და კობახიძის ხელში და არა ის, რომ ქვეყნის გაწმენდა დაიწყეს 14 წლის თავზე, - ამბობს დავით მჟავანაძე.
სუსის ექსშეფი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. პროკურორები მასთან წუთი წუთზე შევლენ.
ასევე ნახეთ:
- გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
- რას ედავებიან გრიგოლ ლილუაშვილს და რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება სუს-ის ექს-შეფს?
- პროკურატურა: ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობას უწევდა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რომელიც ქრთამის სახით ე.წ. „ატკატებს“ იღებდა