შიდა ომი თუ კორუფციასთან ბრძოლა - ვინ დაარწმუნა ივანიშვილი ლილუაშვილის დაჭერის საჭიროებაში
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ივანიშვილის გუნდის მიერ წლების განმავლობაში „უშეცდომო“ და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტად იყო წარმოჩენილი, სულ რამდენიმე თვეში თავადვე მისი გუნდის მიერ იქცა ბრალდებულად.
„ქართული ოცნების“ ნარატივით, ქვეყნის მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა სწორედ ლილუაშვილის საქმიანობაზე იყო დამოკიდებული. დღეს კი ის იმავე ხელისუფლების მიერ დაკავებულია მძიმე დანაშაულის ბრალდებით.
ლილუაშვილის დაკავების ფონზე საჯარო სივრცეში არ ჩნდება მისი შემცვლელი და ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელიც წარსულში კატეგორიულად გამორიცხავდა საქართველოში თაღლითური ქოლცენტრების არსებობას და უარყოფდა „ქართული ოცნების“ ნებისმიერ კავშირს ამ დანაშაულებრივ სქემებთან.
დღეს გამოძიება ლილუაშვილს სწორედ ქოლცენტრების მფარველობასაც ედავება, რაც აჩენს კითხვას - რამდენად გულწრფელი იყო ივანიშვილის გუნდის წინა განცხადებები და ვინ ატყუებდა საზოგადოებას.
ფაქტობრივად ირკვევა, რომ არც ლილუაშვილი ყოფილა „უშეცდომო“ და არც „ქართული ოცნების“ უარყოფა ქოლცენტრებთან შესაძლო კავშირის შესახებ აღმოჩნდა მართებული. თუმცა ეს გარემოებები მხოლოდ მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც გადაწყვეტილება პარტიის მმართველ წრეებში მიიღეს.
მანამდე კი, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ხელისუფლების წარმომადგენლები სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ქებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.