ვინ უწერს ტექსტებს მიხეილ ყაველაშვილს?

23.12.25 21:23
ვინ უწერს ტექსტებს მიხეილ ყაველაშვილს?

ვინ უწერს ტექსტებს მიხეილ ყაველაშილს? - კითხვა, რომელიც მისმა გუშინდელმა გამოსვლამ გააჩინა. ვიდეომასალაში, სადაც ყაველაშვილი მეთაურის რანგში უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავს, ჩანს, რომ წინასწარ მომზადებული ტექსტის წაკითხვა მას გაუჭირდა და სიტყვიერად გადმოცემა ვერ მოახერხა ისე, როგორც ტექსტის ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.

გამოსვლის ჩანაწერმა სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება და კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეები სვამენ კითხვას - ვისი გზავნილებითა და ენით საუბრობს მიხეილ ყაველაშვილი, თუ ტექსტი თავად არ არის მისი?

გაჩენილ კითხვებზე პასუხის გასარკვევად, ჟურნალისტებმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართეს, რათა დაეზუსტებინათ, ვინ არის ყაველაშვილის გამოსვლების ტექსტების ავტორი. ამ ეტაპზე ამ საკითხზე კონკრეტული განმარტება არ გაკეთებულა.

ყაველაშვილის გამოსვლას ესწრებოდა დეპუტატი ლევან მახაშვილი. მან დაადასტურა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ტექნიკური და შინაარსობრივი პრობლემები ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი იყო ის გზავნილი, რომელიც გამოსვლიდან მიიღო და არა ტექსტის წაკითხვის ფორმა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.