გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურორმა ზაჰესის წინასწარი იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა თქვა, რომ დამატებით განმარტებებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გააკეთებს.
კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკაშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა დეტალურად ისაუბრა, რაც შეხეება სხვა დამატებით ინფორმაციას სისხლის საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება პროცედურას, ამ ეტაპზე დასრულებულია, დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასა ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, - თქვა პროკურორმა.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ:
- გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
- რას ედავებიან გრიგოლ ლილუაშვილს და რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება სუს-ის ექს-შეფს?
- პროკურატურა: ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობას უწევდა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რომელიც ქრთამის სახით ე.წ. „ატკატებს“ იღებდა