ამ ძალაუფლებრივი გადანაწილების მომავალი მსხვერპლი კახა კალაძე იქნება - ირაკლი კუპრაძე
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ძალაუფლებრივი გადანაწილების მომავალი მსვერპლი კახა კალაძე იქნება და მას ნათელი მომავალი არ ელოდება.
როგორც კუპრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ კალაძეს მოუწევს იმ კორუფციულ სქემებზე პასუხისგება, რომელიც მერიაში ხდება.
“ამ ძალაუფლებრივ ჯახში კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ფიგურა, მათ შორის ივანიშვილისთვის“,- თქვა კუპრაძემ.
კალაძეს არ ელოდება ნათელი მომავალი, მის შესახებ ისმის ძალიან მძიმე შეკითხვები, სავარაუდოა, რომ მომავალი მსხვერპლი სწორედ კახა კალაძე იქნება, ამ ძალაუფლებრივი გადანაწილების. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს “ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომ მერის გადადგომის, დაკავების და ა.შ. შემთხვევაში, თუ ადრე ტარდებოდა შუალედური, რიგგარეშე არჩევნები მერის, ახლა აღარ ჩატარდება. კორუფციული სქემებითაა გაჯერებული თბილისის მერია, მოადგილეების გადაყენება, რომლებიც ჩამოაშორეს კალაძეს, ესეც ფაქტობრივი მოცემულობაა. ვფქირობ, მოსალოდნელია, რომ კალაძეს მოუწევს პასუხისგება იმ კორუფციულ სქემებზე, რადგან ამ ძალაუფლებრივ ჯახში კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ფიგურა, მათ შორის ივანიშვილისთვის,- განაცხადა კუპრაძემ.