პარტიულ სალაროს, რომელიც კორუფციული გზით ივსება, კობახიძე და მდინარაძე განკარგავენ - საბა ბუაძე

24.12.25 00:16
პარტიულ სალაროს, რომელიც კორუფციული გზით ივსება, კობახიძე და მდინარაძე განკარგავენ - საბა ბუაძე

პარტიული სალარო ახლაც ივსება და ბოლო წლებში მისი განმკარგავი იყო და არის ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, - ამის შესახებ პოლიტკოსმა, საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, ბიზნესით ვინც არის დაკავებული და სახელმწიფო ხაზინასთან, ან ქონებასთან ჰქონია საქმე, ის ფული, რომელიც მიდის, როგორ ნაწილდება.

ბუაძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ 2 განზომილება არსებობს, პირადი გამდიდრება და კორუფციული გზით პარტიული სალაროს შევსება.

სირაქლემას პოზიცია ისეთივე ფარისევლობაა, როგორც ანტიკორუფციული კამპანია, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ ფულით თავად მდიდრდებოდნენ, პირადი გამდიდრება ხომ იყო ერთი განზომილება და მეორე განზომილება არის კორფციული გზით პარტიული სალაროს შევსება. ეს პარტიული სალარო ახლაც ივსება და ბოლო წლებში მისი განმკარგავი იყო და არის ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, საიდან ხდებოდა ამ პარტიული სალაროს შევსება? მე ამ ცხენიდან გადმოვარდნილებს ვერაფერს ვეტყვი, ერთი რამ შემიძლია ვურჩიო - ბიძინას მოწყალების იმედზე ნუ იქნებით და “ქართული ოცნების“, თქვით, რაში იყო საქმე, თქვით, რადგან თქვენი დამცავი ერთი ადამიანიც რომ არ გამოჩნდა, ეს ცხადზე უფრო ცხადია. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ეს ხალხი, თავიდან - ფეხებამდე, ჩაფლული იყო კორუფციაში, ისევე როგორც, ყველამ კარგად იცის, ბიზნესით ვინც არის დაკავებული და სახელმწიფო ხაზინასთან, ან ქონებასთან ჰქონია საქმე, ის ფული, რომელიც მიდის, შემდეგნაირად ნაწილდება- ნაწილი პარტიულ სალაროში, ნაწილი ჯიბეში, დავა ახლა იცით რაზეა? ჯიბეში მეტი მოხვდა და პარტიულ სალაროში ნაკლები, - განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეა დღეს შეშინებული კახა კალაძეა, რადგან კარგად იცის, რომ ასეთი ტიპის ანტიკორუფციული კამპანიის და ჯვაროსნული ლაშქრობის სამიზნე, ერთ დღეს თვითონ აღმოჩნდება.