ლილუაშვილი რომ ისე მიიყვანეს იზოლატორში, ერთი ახლობელი არ იდგა ახლო-მახლოს, მაგაზე გამახსენდა... - რას წერს ზურა ჯაფარიძე

24.12.25 10:55
ლილუაშვილი რომ ისე მიიყვანეს იზოლატორში, ერთი ახლობელი არ იდგა ახლო-მახლოს, მაგაზე გამახსენდა... - რას წერს ზურა ჯაფარიძე

"რომელიმე დაჭერილი ბობოლა ქოცის პროცესი რომ იმართება,  ჩნდებიან ამ ქოცის მხოლოდ ოჯახის რამდენიმე წევრი და მაქსიმიმ 1-2 ოჯახის ძალიან ახლობელი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურა ჯაფარიძე წერს.

მისი თქმით, გუშინ, როდესაც სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი იზოლატორში მიიყვანეს, ახლო-მახლო არცერთი მისი ახლობელი არ ყოფილა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსი პოსტში წერს, თუ რა გაახსენა ლილუაშვილის ამ შემთხვევამ: 

ლილუაშვილი რომ ისე მიიყვანეს იზოლატორში, ერთი ახლობელი არ იდგა იქვე ახლო-მახლოს, მაგაზე გამახსენდა:
ციხიდან რომ უყურებ სასამართლო პროცესების გაშუქებას, ნებისმიერი დემონსტრანტის დაკავების დროს, სასამართლოსთან მხარდამჭერები დგანან, კომენტარებს იძლევიან, დაკავებულს ამხნევებენ, მოკითხვას უგზავნიან
ძალიან სტანდარტული სურათია, თვალი ეჩვევა
მერე უცებ რომელიმე დაჭერილი ბობოლა ქოცის პროცესიც იმართება. მედია იქვეა, აშუქებენ. ჩნდებიან ამ ქოცის მხოლოდ ოჯახის რამდენიმე წევრი და მაქსიმიმ 1-2 ოჯახის ძალიან ახლობელი. ჟურნალისტები უსვამენ კითხვებს. ისინი არ პასუხობენ, გარბიან.
ამ დროს სულ ველოდებოდი რომ რომელიმე ოჯახის წევრი აწევს თავს და კამერაში უბრალოდ მოიკითხავს დაჭერილ ქმარს/მამას/ძმას
მაგრამ არა. არცერთხელ
შვილი რომ ხარ, რა ძალამ უნდა გაგაჩეროს რომ დაჭერილ მამას უბრალოდ არ უთხრა კამერაში, თუნდაც ,,მამა, გვიყვარხარ, ჩვენ შენთან ვართ’’?
არცერთხელ",- წერს ზურა ჯაფარიძე. 

ასევე ნახეთ: