მოწმეთა სიაში რომეო მიქაუტაძეც არის - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში მოწმეთა ბაზა საკმაოდ დიდია - ამის შესახებ "პირველებს" სუს-ის ექს-შეფის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი ეუბნება.
უფლებადამცველის თქმით, მოწმეთა სიაში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ეკონიმიკის მინიტრის ექს მოადგილეც არის, თუმცა მისცა თუ არა მან ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, ამ კითხვაზე ადვოკატი ამბობს, რომ "მისთვის უცნობია".
მიქაუტაძე დასახელებულია მოწმეთა ბაზაში, მაგრამ რა სახის ჩვენება აქვს მიცემული, ამას ჩვენ არ ვიცნობთ. მოწმეთა ბაზათა წრე საკმაოდ დიდია.
ჩხრეკა იმიტომ ჩატარდა ლილუაშვილის სახლში, ეტყობა გამოძიებას სამართლებრივად აქვს ინფორმაცია... ქვეყნის დატოვება არ უცდია ამ ორი თვსი განმავლობაში, არც პასპორტი ჰქონია ჩამორთმეული", - ამბობს ადვოკატი.
სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ: