გრიგოლ ლილუაშვილის უძრავ ქონებას ყადაღა ადევს - ადვოკატი
გრიგოლ ლილუაშვილის უძრავ ქონებას ყადაღა ადევს - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა "პირველებს" განუცხადა.
მისი თქმით, ყადაღა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის უძრავ ქონებას მას შემდეგ დაედო, რაც გამოძიება დაიწყო დაახლოებით 2 თვის წინ, მას შემდეგ, რაც ლილუაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
უფლებადამცველი ახლა მთავარ საგამოძიებო უწყებასთან იმყოფება. მას პროკურატურამ მრავალტომიანი სისხლის სამართლის მასალები უნდა გადასცეს.
დღესვე უნდა გაიმართოს სუს-ის ექს-შეფის პირველი სასამართლო სხდომა, სადაც ლილუაშვილის აღვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. "პირველებისთვის" ცნობილია, რომ პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ პატირმობის შეფარდებას მოითხოვს. მარიამ ბერძენიშვილი იქნება სახელმწიფო მბრალმდებელი, რომელიც პროკურატურას წარმოადგენს დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რამდენლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პორცესზე.
პროცედურა ითვალისწინებს, რომ რა თქმა უნდა მოვითხოვო აღკვეთის ღონსიძების გარეშე დატოვება, რადგან როცა ადამიანი ბრალს არ ეთანხმება, ის არანაირ ი აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმება, თუმცა არსებობს პრაქტიკა, როდესაც ალტერნატივის სახით ხდება ხოლმე სხვა არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება და მათ შორის გირაო. განხვილიხალვთ ამ საკითხს, თანხა არ მაქვს ჩამოყალიბებული. შევჯერდები ოჯახთან და გირაოს ოდენობის შესახებ სასამართლო პროცესზე გავაჟღერებ.
უძრავ ქონებას, ლილუაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ადევს ყადაღა. ეს ყადაღა დადებულია დაახლოებით 2 თვის წინ, როცა გამოძიება დაიწყო. მაშინ დაედო მის უძრავ ქონებას ყადაღა. (ჟურნალისტი - მხოლოდ უძრავ ქონებას ადევს ყადაღა, თუ მოძრავსაც?) თუ გირაოსთვსი მეკითხებით ამას, გირაოში მოძრავი ქონებსი ჩადება არ შეიძლება და უძრავ ქონებას ვიცი, რომ ყადაღა ადევს. არც თუ ბევრი უძრავი ქოენბაა, ერთ-ერთი ბოლო პერიოდში თბილისში შეძენილი, სადაც ბოლოს თბილისში ცხოვრობდა და დანარჩენი ისეთი არაფერი. ანუ მისი უძრავი ქონება დაყადაღებულია და სამართლებრივად მისი ჩადება გირაოში შეუძლებელია.
მის ოჯახს რაიმე განსაკუთრებული და მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებია, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ.
რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, კდიევ ვამბობს, რამდენიმე სდ დისკია და მობილური ტელეფონი. მოგეხსენებათ მობილურის პაროლი გახსნა როგორი რთულია .პაროლიც კი ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. ანუ თავად უთხრა გრიგოლ ლილუაშვილმა გამომძიებლებს. ასე რომ იქ რაიმე კანონსაწინააღმდეგო და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არაფერი იქნება", - ამბობს ადვოკატი.
სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ: