გრიგოლ ლილუაშვილმა გამომძიებლებს მობილური ტელეფონის პაროლი თავად უთხრა - ადვოკატი

24.12.25 13:47
გრიგოლ ლილუაშვილმა გამომძიებლებს მობილური ტელეფონის პაროლი თავად უთხრა - ადვოკატი

პროკურატურას გრიგოლ ლილუაშვილის ტელეფონზე წვდომა აქვს - როგორც სუს-ის ექს-შეფის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი "პირველებს" ეუბნება, ლილუაშვილმა გამომძიებლებს მობილური ტელეფონის პაროლი თავად უთხრა.

უფლებადამცველის თქმით, მობილურის პაროლი ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული.

რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, კდიევ ვამბობს, რამდენიმე სდ დისკია და მობილური ტელეფონი. მოგეხსენებათ მობილურის პაროლი გახსნა როგორი რთულია. პაროლიც კი ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. ანუ თავად უთხრა გრიგოლ ლილუაშვილმა გამომძიებლებს. ასე რომ იქ რაიმე კანონსაწინააღმდეგო და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არაფერი იქნება", - ამბობს ადვოკატი.

სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს. 

ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.

ასევე ნახეთ: