გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს

24.12.25 14:46
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს

 

 

გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი - ამის შესახებ პროკურატურიდან გამოსულმა რობერტ გრიგალაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ეს ნიშნავს, რომ ადვოკატი საქმის დეტალებზე ვეღარ ისაუბრებს.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე სუს-ის ექს-შეფის სასაამრთლო პროცესები დაიხურებდა სხდომაზე არავის, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს დაასწრებენ.

გაუთქმელობაზე მოვაწერე ხელი, შესაბამისად, კონკრეტულად რა სისხლის სამართლსის აქმეზე რა მასალებია და რა შინაარსის, ამაზე მე გათქმის ვალდებულება აღარ მაქვს, იმიტომ, რომ ამაზე გაფრთხილებული ვარ. პროკურატურის მოთხოვნა იყო ეს, რა თქმა უნდა.  ჩვენთვის პირიქით, საჯაროობა მისაღებია, რომ  დავადასტუროთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა", - განაცხადა ადვოკატმა. 

  • სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს. 

ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.

ასევე ნახეთ: