"ეჭვი გვაქვს კარტერულ გარიგებაზე" - კალაძე კობახიძის დაანონსებულ ფასების რეგულირების საკითხზე

24.12.25 15:30
"ეჭვი გვაქვს კარტერულ გარიგებაზე" - კალაძე კობახიძის დაანონსებულ ფასების რეგულირების საკითხზე

ირაკლი კობახიძის ინიციატივას ფასების რეგულირების საკითხზე კახა კალაძე მიესალმება. "ოცნების" ლიდერის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საქმე კარტერულ გარიგებებს ეხება.

ამასთან, კალაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული მოსახლეობაზე ზრუნვის მიზნით კეთდება და ბიზნესს არ "ეხებიან". 

ეჭვი არის, ხომ არ გვაქვს საქმე კარტერულ გარიგებასთან. ჩვენთვის სახელებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარია, ის, რაც აწუხებს მოსახლეობას აღნიშნული მიმართულებით, იყოს მოწესრიგებული და იყოს მოგვარებული, ჩვენ არც ბიზნესს ვეხებით. დაივიწყეთ, აღარ არის თქვენი დრო, რასაც უშვრებოდით ბიზნესს, სხვანაირ საქართველოში ცხოვრობთ და ბიზნესი არის თავისუფალი და იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, სჭირდება რეგულირება, სჭირდება მოწესრიგება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, - ამბობს კალაძე.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.

"ოცნების" პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.