საქმის კურსში რომ ვყოფილიყავი, შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა - კალაძე კახა გვანცელაძეზე
კახა კალაძე ირწმუნება, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.
მისი თქმით, რომ სცოდნოდა, რომ გვანცელაძე ბაგა-ბაღებიდან ბავშვებისთვის განკუთვნილ ფულს იპარავდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
მე რომ მერიაში მივედი, კახა გვანცელაძე იქ მუშაობდა, რას ნიშნავს ჩემი კადრი?! - ამბობს თბილსის მერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
როგორც კალაძე აღნიშნავს, თუნდაც გვანცელაძე მისი დანიშნული იყოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის პოსტზე, არ აქვს მნიშვნელობა, მას კანონის წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს, თუკი დანაშაული აქვს ჩადენილი.
არ ვყოფილვარ [საქმის კურსში]. რომ ვყოფილიყავი ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა. ძალიან ბევრი თანამშრომელი არის ჩემ მიერ დანიშნული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ... მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 000-მდე თანამშრომელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხი, თუ დანაშაული აქვს ჩადენილი.
მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?! მე არ მყავს კადრები. როდესაც ადამიანებს ვნიშნავ სხვადასხვა თანამდებობებზე, გამოვდივარ მათი საქმიანობის შეფასებით, პროფესიონალიზმით და ა.შ. მე როდესაც გავხდი 2017 წელს დედაქალის მერიმ კახა გვანცელაძე მუშაობდა მუნიციპალიტეტის რომელიღაც სამსახურში.
ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. მე არ ვარ მაკონტროლებელი. მაკონტროლებელი არიან შესაბამისი უწყებები. ძალიან სასაცილოები ხართ. 30 000-მდე თანამშრომელია მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, კეთილი უნდა ინებოს და პასუხი აგოს.
არაერთი გაფრთხილება იყო პრევენციის სახით გაკეთებული, მათ შორის მთავრობსი სხდომებზე, რომ გადაცდენა და კანონსაწინააღმდეგოდ გადადმული ნაბიჯები არ დარჩებოდა ისე.
გამოცხადებულ და ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. მე ერთი რამ ვიცი, რომ ტენდერები ტარდებოდა სწორად. თუ იმის უკან რაიმე იმალება და აქვს საგამოძებო უწყებებს, დაველოდოთ, გამოძიებას.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ არის, ყველა ადამიანის შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კალაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
ასევე ნახეთ:
- გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
- რას ედავებიან გრიგოლ ლილუაშვილს და რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება სუს-ის ექს-შეფს?
- პროკურატურა: ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობას უწევდა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რომელიც ქრთამის სახით ე.წ. „ატკატებს“ იღებდა