ადამიანურად, გულდასაწყვეტია - კალაძე ლილუაშვილზე

24.12.25 15:29
ადამიანურად, გულდასაწყვეტია - კალაძე ლილუაშვილზე

 

 

"ადამიანურად, გულდასაწყვეტია" - ამ ორი სიტყვით შეაფასა კახა კალაძემ დღეს იმ ადამიანის დაკავების ფაქტი, რომელთანაც წლების განმავლობაში მეგობრობა აკავშირებდა.

თბილისის მერი ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება ძალიან მძიმე ფაქტია.

ამ ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში ვიბრძოდით, დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება - ამბობს კალაძე. 

„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც მოვისმინეთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ადამიანურად, გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. ამ ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში ვიბრძოდით, გუნდის წევრი იყო და ძალიან მძიმე ფაქტია. დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება. საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა და დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი,“ - განაცხადა კალაძემ.

  • სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს. 

ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.

ასევე ნახეთ: