ცნობილია მოსამართლე, ვისაც გრიგოლ ლილუაშვილის საქმე დაეწერა

24.12.25 16:54
ცნობილია მოსამართლე, ვისაც გრიგოლ ლილუაშვილის საქმე დაეწერა

ცნობილია მოსამართლე, ვისაც გრიგოლ ლილუაშვილის საქმე დაეწერა  - "პირველების" ინფრომაციითს, სუს-ის ექს- შეფის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა უნდა იმსჯელოს.

სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ცნობილია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. 

  • სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს. 

ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.

ასევე ნახეთ: