რის სანაცვლოდ მიიღეს თავისუფლება გიორგი კანდელაკმა და სხვა ბრალდებულებმა?
ალკოჰოლური სასმელების და უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი პირდაპრი სხდომათა დარბაზიდან გამოუშვეს. მასთან ერთად გირაო შეუფარდეს კუსტრაული საწარამოს თანამშომრლებს, სადაც წლების განმავლობაში ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს ასხამდნენ.
5-ვე ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა - ადვოკატების თქმით, მათ უდაოდ ცნეს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოძიებას ბოლო თვეების განმავლობაში აქვს მოპოვებული.
ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებს ჯერჯერობით ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუციათ.
კანდელაკის მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. გირაო დაცვის მხარის მიერ დასახელებული იყო 200 ათასი ლარის ოდენობით. გიორგი კანდელაკს ჩვენება არ აქვს მიცემული. დაცვის მხარის მიერ უდაოდ გახდილი მტკიცებულებები გახდა აღკვეთი ღონისძიების სამართლებრივი შეცვლის საფუძველი. ამ ეტაპამდე გირგის ჩვენება არ აქვს მიცემული. მას შემდეგ, რაც ამის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა, დაცვის მხარე ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს", - ამბობს ადვოკატი.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გახადა ყველა მტკიცებულება უდავო. ასევე ყველა ბრალდებულმა უდაოდ გახადა მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია", - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატი მუხრან ღურწკაია.
გიორგი კანდელაკი 17 სექტემბერს, 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს. გამოძიების თანახმად, დაკავებულები წლების განმავლობაში კუსტარულად ამზადებდნენ უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში საწარმოდან 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.