"ოცნების" მოქმედმა მაღალჩინოსნებმა შესაძლოა უკვე "ყოფილებთან" გადაღებული ფოტოებიც კი გააქრონ - ცქიტიშვილი
კორუფციის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეები - დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, თუ "ოცნების" ყოფილ ლიდერებეს კორუფციული საქმეები და შავი სალაროდან "ფულის მოტეხვა" არ დაუმტკიცდებათ, მაშინ ძალოვანი სტრუქტურებს ხელმძღვანელებს პოზიციების დათმობა მოუწევთ.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" შიგნით უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ მოქმედმა მაღალჩინოსნებმა შესაძლოა უკვე "ყოფილებთან" გადაღებული ფოტოებიც კი გააქრონ.
ცალსახაა, თუ რამე კორუფცია ხდებოდა, ეს არ ხდებოდა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე. დრეს ხდება რეჟიმის ტრანსფრომაცია, ანუ აქამდე თუ ჰორიზონტალური იყო და ბევრი გავლენიანი ადამიანი იყო ჰორიზონტალში, ივანიშვილის შემდგომ დონეზე, დღეს ხდება მკაცრი იერარქიის ჩამოყალიბება., სადაც იქნება ჯერ ივანიშვილი, მერე კობახიზე, ემრე მდინარაძე და ა.შ. თუ აქამდე იყო კორუფცია და ეს სქემა სუს-ის, თავდაცვის მინისტრის, პრემიერმინისტრის თუ სხვათა მფარველობით ხორციელდებოდა, რეალურად, ახლა ეს ხალხი სად არის დღეს? ეს ხალხი ხომ რეალურად ის ხალხია, ვინც დღეს პოლიტიკაშია ჩართული. მე ვფიქრობ, რომ მათ დღეს აქვთ ძალიან დიდი კითხვსი ნიშანი. ვიღაცებმა უკვე შეიძლება ის სურათებიც გააქრონ, სადაც ერთად არიან გადაღებულები უკვე ყოფილ მაღალჩინოსნებთან. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ მმართველობას, ვინც ამ ძალოვან სტრუქტურებს ხელმძღვანელობს, გარკვეული ვადა ექნებათ, იმიტომ, რომ თუ ამას არ მიიყვანენ ბოლომდე, ისინი სუსტები აღმოჩდებიან და თუ ვერ დაუმტკიცეს ის მტკიცებულებები, რომ რეალურად იმ შავი სალაროდან ფულს ტეხავდნენ, მათ პოზიციებისი დათმობა მოუწევთ", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
- სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ: