რეალური ბრძოლა მაღალ ფასებთან თუ ბიზნესის შანტაჟი ხალხის სახელით?
სუპერმარკეტების მფლობელებს სუს-ი მიაკითხავს - დილით იყო კობახიძის განცხადება, დღე კი დასრულდა სუსით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს მოკლველვას თემაზე, რატომ ღირს მაღაზიებში პროდუქტები ძვირი.
კობახიძემ მითითება დღეს გასცა. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოში მაღალი ფასები სურსათზე სწორედ მაღაზიების მფლობელების ბრალია. საქართღველოში შემოსვლიდან დახლამდე პროდუქტებს 86 % ემატება. ბიზნესმა, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირებით გამოირჩევა, ახლა უნდა ახსნას, რატომ აძვირებენ უსამართლოდ სასურსათო პროქდურებს.
რეალური ბრძოლა მაღალ ფასებთან თუ ბიზნესის შანტაჟი ხალხის სახელით? რაც ახლა კობახიძისგან მოვისმენით, ორი წლის წინ გვესმოდა ღარიბაშივლისგანაც. 2023 წელს ექს პრემიერმა ასევე თქვა, რომ მაღალი ფასები პრობლემებაა და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა შესწავლა, რატომ ღირდა ასე ძვირი ქვეყნაში საკვები პროდუქტი.
ღარიშივლის დაანონსებული მოკვლევა მაშინ დაპირებად დარჩა.
ახლა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება მსხვილი ქსელური მაღაზიების ოთხეული - მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ორი ნაბიჯია. ფორბსის მონაცემებით გასულ წელს ამ სუპერმარკეტების ქსელმა 68 მილიონის მოგება ნახა. მეორე ადგილზეა ნიკორა - 34 მილიონი ლარით. მოგების ყველაზე მაღალი მარჟა აქვს აგროჰაბს - 8.14 პროცენტი, შემდეგ კი ფრესკოს - რომლის მოგების მარჟა ოდნავ ჩამორჩება აგროჰაბს და 8.12 პროცენტია.
სუპერამაკეტები ქსელების დიდი ნაწილი, რომელის წინააღდეგაც დღეს ირაკლი კობახიძემ გამოძიება დაანონსა, ქართლ ოცნებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად ორი ნაბიჯის ერთ ერთ მფლობელი, კახა ბექაურაია. მხოლოდ ერთ კაცს, სურსათით ვაჭრობის შედეგად, წლის განმვალობაში მილიონები მიდის. დეკლარაციის თანხმად 4 წელში ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 66 მილიონი ლარი მიიღო - ყველაზე მეტი 2024 წელს - 20 მილიონი ლარი.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.