ვისი დაკავებით გაგრძელდება "ქართულ ოცნებაში" "ყოფილებზე" ნადირობა?

24.12.25 20:14
ვისი დაკავებით გაგრძელდება "ქართულ ოცნებაში" "ყოფილებზე" ნადირობა?

ვისი დაკავებით გაგრძელდება "ქართულ ოცნებაში" "ყოფილებზე" ნადირობა? - გრიგოლ ლილუაშვილის ციხეში გაშვების შემდეგ ახლა ეს მთავარი კითხვაა. რაც ივანიშვილმა მისი ყველაზე სანდო კაცი პატიმრობისთვის გაიმეტა, უკვე ნებისმიერი უნდა ელოდოს რომ ივანიშვილის სამართლი მასაც მიაკითხვას - ასეთია ქართული ოცნების ყოფილი წევრების შეფასება, ვინ კარგად იცის რა და რატომ ხდება. 

არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე გავლენიანი კაცის ციხეში გაშვებით ოლიგაქმა მის მთელს გუნდს სიგნალი გაუგზავნა და უთხრა, რომ ხელშეუხებელი არვინ არის. 

დღეს ამ საკითხზე კომენტარები გაკეთდა "ოცნებაში" - ნინო წილოსანი ვერ გამორიცხავს, რომ დაკავებები შეიძლება გაგრძელდეს. რა ასწავლა რიგით დეპუტატებს ლიდერების დაპატიმრებამ - კითხვაზე პასუხი მოზომილი და ზოგადია. ის პროცესის ისე წარმოჩენას ცდილობს, თითქოს კორუფციასთან ბრძოლაში სისტემას არავის ინდობს.

სალომე ზურაბიშვილი კი წილოსანს და სხვებს ურჩევს ლილუაშვილს განსაკუთრებით ნუ განუდგებიან. რადგან გარანტირებულად დაცული ამ სისტემაში უკვე აღარავინაა.  საბჭოთა მაგალითებთან შედარებით მეხუთე პრეზიდენტს ასეთი დასკვნა აქვს: ხელისუფლების მიზანი საკუთარ გუნდში უსიტყვო მორჩილების მიღწევა და პარტიის შიშით მართვაა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.