8 მილიონი რუსული ნავთობის გადამამუშავებელ "ყულევის" ქარხანას - მიდის თუ არა ვა-ბანკზე "ოცნება"?

24.12.25 21:13
8 მილიონი რუსული ნავთობის გადამამუშავებელ "ყულევის" ქარხანას - მიდის თუ არა ვა-ბანკზე "ოცნება"?

ყულევის ქარხნის პროექტში სახელმწიფო ფონდისგან დაფინანსება გაიზარდა  - ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც ქარხან 8 მლნ 200 ათას დოლარს მიიღებს. ეს ის ქარხანაა, სადაც ასიათასობით ტონა რუსული ნავთობი შევიდა.  სახელმწიფო ფონდის დაფინანსება ყულევში გაიზარდა, მაგრამ ყველა დოკიუმენტაცია კომერციული საიდუმლოაა. განკარგულება 18 დეკემბრით თარიღდება, ეს ის დღეა, როცა რუსნეფტი, რომლის ნავთობიც შემოვიტანეთ, ბრიტანეთმა დაასანქცირა და "ქართული ოცნებისგან" ამ სანქციების აღსრულება მოითხოვა.

მიდის თუ  არა ვა ბანკზე ქართული ოცნება? - სანქციების აღსრულების ნაცვლად სახელმწიფო - საქართველოს განვითარების ფონდის გავლით ყულევს 3 მლნ დოლარით უზრდის დაფინანსებას. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქნციებისგან თავის არიდების ჯაჭვში ერთ-ერთ რგოლად ითვლება. ამიტომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. მეორადი სანქციების რისკის ქვეშ კომპანიასთან ერთად ახლა უკვე სახელმწიფოცაა.  

რატომ არის პრობლემა ყულევში სახელმწიფოს ჩართულობა? - ოქტობერში ნოვოროსისკის პორტიდან ნედლი ნავთობი შემოვიდა, ტანკერი კაისერი 2 კვირაში დაასანქცირეს, რადგან ის რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემი იყო.  მალევე აღმოჩნდა სანქციების ქვეშ რუსნეფტიც, რომლისგანაც ნავთობია შეძენილი. არ არის გამორიცხული, ქარხანაში ივნიშვილის ინტერესები - რადგან კომპანიის მფლობელმა სანქცირებულმა ძმებმა  გუცერიევებმა შეიძინეს 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისგან ლამის 1 მილიარდ დოლარად მოსკოვში არსებული აქტივები. ამ ფაქტების შემდეგ  კიდევ უფრო საინტერესოა, რატომ რისკავს ქართული ოცნების ხელისუფლება ქარხანაში ფულის ჩადებას.

სავარაუდოდ, ქარხანას რუსული ნავთობის ფიქტიურად გადამუშავების ფუნქცია აქვს. რუსული ნედლი ნავთობი საქართველოში შემოვა, ეტიკეტს შეიცვლის და ექსპორტზე გავა - სწორედ ეს არის რუსეთისთვის დახმარება. ამ ეჭვს კი დამატებით ქარხნის მფლობელებისა და რუსული გრუს კავშირები ამყარებს.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.