რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, შობის დღეს ზავი დაიცვას და ცეცხლი არ გახსნას
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, დაიცვას საშობაო ზავი და რელიგიური დღესასწაულის დროს ცეცხლი ფრონტის არცერთი მიმართულებით არ გახსნას.
პაპმა ლეონ მე-14-მ ჟურნალისტებთან საუბრისას სურვილი გამოთქვა, რომ 25 დეკემბერს მთელი მსოფლიოში სუფევდეს სიმშვიდე და მშვიდობა.
„კიდევ ერთხელ მივმართავ კეთილი ნების მქონე ადამიანებს - სულ ცოტა პატივი სცენ შობის დღეს როგორც მშვიდობის დღეს,“ - თქვა პაპმა.
ქრისტიანული სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. შობას აღნიშნავენ უკრაინაშიც. საგანგებო ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი მთავარი საშობაო სურვილია - მშვიდობა მთელ უკრაინაში.