ტრამპის განცხადებით, შობის დღესასწაულის მიუხედავად, უკრაინის, რუსეთისა და ჩინეთის საკითხებს უნდა დაუბრუნდეს

25.12.25 10:30
ტრამპის განცხადებით, შობის დღესასწაულის მიუხედავად, უკრაინის, რუსეთისა და ჩინეთის საკითხებს უნდა დაუბრუნდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კვლავ უბრუნდება მუშაობას უკრაინასთან, რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის შესახებ მან თეთრ სახლში, საშობაო ღონისძიებაზე თქვა. 

ცნობილია, რომ 24 დეკემბრის საღამოს ამერიკულმა მედიამ პრეზიდენტის დღის განრიგი გამოაქვეყნა. დილა ტრამპმა გოლფის თამაშში გაატარა, ხოლო საღამოს ბავშვებთან ტელეფონით საუბრობდა და მათთან ერთად სანტა-კლაუსის მოგზაურობას განიხილავდა.

ერთ-ერთ საუბარში, ამერიკის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებთან გაცილებით დიდხანს სურდა საუბარი, თუმცა სახელმწიფო საქმეები აიძულებს, ყურადღება უფრო სერიოზულ თემებს დაუთმოს.

„შეძლებოდა მთელი დღე ასე გვესაუბრა. მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ ჩინეთთან, რუსეთთან, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. უნდა დავბრუნდეთ სხვა საქმეებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ამას მთელი დღეს დაუთმობდი, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.