თუ მდინარაძის საქმე გახდა ფასების დაკლება-მომატება, ქვეყნის ეკონომიკა ბოლომდე ჩამოიშლება - ბესიკ დონაძე
მაღალი ფასების დარეგულირების საქმეზე სუსის ჩართულობა კორუფციის მკვლევარებს აბსურდად მიაჩნიათ. ბესიკ დონაძის შეფასებით, კობახიძეს სურს, "მაგარი პრემიერის" როლი ითამაშოს და სუპერმარკეტების მფლობელეს ფასები იძლებით დააწევინოს.
ამასთან, დონაძე ფიქრობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება, რადგან ფასების რეკორდულად ზრდის რეალური პრობლემა უფრო ძირეულია.
ანუ მდინარაძემ უნდა დაიწყოს ახლა სუპერმარკეტების დირექტორების დაბარება და უთხრას, რომ 5 თეთრით დააკელით ფასები? ანუ იმის მაგივრად, რომ გადასახადები დააკლონ. კობახიძეს უნდა მზრუნველი პრემიერის ჩვენება, უნდა, რომ იყოს მაგარი პრემიერი, ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობილი, რომელიც შევარდა სადღაც სუპერმარკეტში და ფასები დაწია. ანუ მდინარაძე რომ შევა ახლა სუპერმაკეტში და დაიწყებს გამოძიებას, ფასები დაიწევა... ასე ქვეყანა დაინგრევა ბოლომდე, ეკონომიკა ჩამოიშლება ბოლომდე თუ მდინარაძის საქმე გახდა ფასების მომატება და ფასების დაკლება და ამას ემატება ის, რომ თუ კარტერული გარიგება იყო , ეს კარტერული გარიგება, ფაქტიბრივად, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა სუპერმარკეტების მფლობელებზე უნდა აღიძრას მაშინ საქმე და ეს ადამიანები უნდა დააკავონ. ასე რომ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, - ამბობს ბესიკ დონაძე.
მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.