ვისი პასუხისმგებლობაა ინფლაცია? - ექსპერტი ორ მთავარ "დამნაშავეს" ასახელებს
ფასების ზრდაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და მთავრობა - ამის შესახებ როვნული ბანკის ყოფილი მმართველი რომან გოცირიძე საუბრობს.
გოცირიძე ყველა იმ მიზეზებზე ამახვილსბს ყუარადღებას, რამაც ქვეყანაში ფასების მატება გამოიწვია.
გოცირიძის განმარტებით, ფასები გაზრდილია არა მხოლოდ სურსათზე, არამედ ფასმა მოიმატა ცემენტზეც, რომელიც 100%-ით რუხაძის და ივანიშვილის საკუთრებაშია.
გოცირიძე ინფლაციის მთავარ მიზეზად ეროვნული ბანკის არსწორ პოლიტიკას და ქვეყანაში არსებულ კორფციას ასახელებს.
ქვეყანაში, ზოგადად, ფასებზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და მთავრობა. ინფლაცია ეს არის ხელისუფლების ფულადსაკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგი. რატომ იზრდება ქვეყანაში ყველგან ფასები? განა ცემენტზე არ იზრდება ფასები, რომელიც 100%-ით რუხაძესა და ივანიშვილს ეკუთვნის? არ გაორმაგდა ბინის ფასები საქართველოში? მთავარი დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება. ფასების ზრდა გამოიწვია ეროვნული ბანკის ცუდმა პოლიტიკამ, ბიუჯეტის დეფიციტმა, ბიუჯეტიდან მილიონების ფლანგვამ, მოპარვამ. ინფლაცია გამოიწვია იმ კორუფციამ, რომელსაც ახლა თავად ამხელენ. ეროვნულმა ბანკმა ფულის მასა გაზარდა და ეს არის მთავარი ინფლაციის ფაქტორი. ის ყოველ კვირა 4 მლრდ ლარს აძლევს კომერციულ ბანკებს. როვნულმა ბანკმა რეზერვების დაგროვებაზე გადაიტანა აქცენტი და თითქმის 2 მლრდ დოლარი იყიდა. 2 მლრდ დოლარს რომ იყიდი, ეს ნიშნავს, 6 მლრდ ლარი გავიდა მიმოქცევაში. ფასების ზრდა არჩია რეზერვების დაგროვების შეწყვეტას, - ამბობს რომან გოცირიძე.
მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.