რა განაპირობებს ფასების ზრდას - პაატა ბაირახტარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ფასების ზრდას კომპლექსური მიზეზი აქვს, თუმცა მთავარი, ვისაც ამის დარეგულირება ხელეწიფება - ეროვნული ბანკია.
ბაირახტარის განცხადებით, გარდა საგადასახადო და კონკურენციის პრობლემებისა, ინფლაციას მნიშვნელოვნად აჩენს ისიც, რომ ბოლო წლებში ლარის მასა მუდმივად იზრდება, ეროვნული ბანკი კი ვერ ახერხებს სამიზნე მაჩვენებლის ზუსტად შესრულებას, რაც საბოლოოდ პროდუქტებზე მაღალი ფასებით აისახება.
საქართველოში პროდუქტებზე მაღალ ფასს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს და საკმაოდ კომპლექსური თემაა ეს. პროლემა გვაქვს ჩვენ როგორც საგადასახადო ნაწილთან მიმართებაში, პრობლემა გვაქვს კონკურენციის ნაწილთან მიმართებაში, მაგრამ რაც მთავარია, ფასების კონტროლი ხელეწიფება ეროვნულ ბანკს.
ეროვნული ბანკის პოლიტიკას თუ შევხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, ვეცერთხელ ვერ გაარტყა სამიზნე მაჩვენებელს : ან ზევით არის ინფლაცია, ან ქვევით. თავისივე მაჩვენებლს ვერ ატყამს. თქვენ თუ შეხედავთ ლარის მასას, წლის დასაწყისიდან დღემდე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია გრძელდება. თუ დავბეჭდავთ ბევრ ლარს, გვექნება მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასი პროდუქტებზე, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.