ჯუანშერ ბურჭულაძე განსასჯელის სკამზე - ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

25.12.25 15:22
ჯუანშერ ბურჭულაძე განსასჯელის სკამზე - ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ჯუანშერ ბურჭულაძე განსასჯელის სკამზე - ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს.

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექს-მინისტრის პროცესი იწყება. სხდომას ესწრებიან ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მინისტრის ყოფილი მოადგილე - გიორგი ხაინდრავა და  ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე

შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური კი, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, პროცესზე ისევ არ გამოცხადდა.

დღეს მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. როგორც ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სიტვით ისარგებლებს ასევე ბრალდებული ჩინოვნიკიც და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

ბრალდების მხარეს მოწმე ჰყავს თუ არა ეს ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯუანშერ ბურჭულაძე სხდომას დაესწრება, ის მონაწილეობას მიიღებს პროცესში. მტკიცებულებები საქმეში დევს მისი საქმიანობის შესახებ. ეს არის ყველაფერი ლეგალური დოკუმენტი, საბანკო ამონაწერები, რეესტრის მონაცემები უძრავი ქონების შესახებ, ნასყიდობსი დოკუმენტები და ა.შ. ეს ყველაფერი საქმეში დევს. ამ ყველაფერის გამოკვლევას დრო სჭირდება. მეეჭვება დღეს მოხდეს ამის გამოკვლევა, მაგრამ პროცესის მიმდინარეობის დროს ეს ყველაფერი გამოკვლეული იქნება და დავასაბუთებთ რომ ყველაფერი რაც აქვს, ლეგალური შემოსავლებია.  მისი პოზიცია უცვლელია პირველი დღიდან - ის უდანაშაულოდ ცნობს თავს", - ამბპბს ადვოკატი. 

  • ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება.  ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.